Monday, July 11, 2016

პროექტის სახელწოდება: გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და ბიოლოგიური უსაფრთხოება.
2.      პროექტის  აქტუალობა:საზოგადოების დაბალი ცნობიერების დონე გმ ორგანიზმებისა და მათგან დამზადებულიპროდუქტების საკვებად გამოყენების რისკებისა და სარგებლობის შესახებ. 
 პროექტის მიზანი:     მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას გმო-სა და მათგან დამზადებული პროდუქტების შესახებ.  გაეცნობიან მსოფლიო ჯანდაცვისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ. შეადარებენ რა ღონისძიებები ტარდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებსა და საქართველოში ამ მიმართულებით. გააცნობიერებენ ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობას.
4.      მონაწილეთა ასაკი :    მე-11 კლასი
  პროექტის ხანგრძლივობა: 2-3   კვირა
6.      მოსალოდნელი პროდუქტი: სლაიდ-შოუ, კედლის გაზეთი, ჩანაწერები, ბუკლეტები.
7.      პროექტის მიმდინარეობა:პროექტის ფარგლებში მონაწილე მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის თემას, მიზანს და მოქმედების გეგმას.დანაწილდებიან ჯგუფებად, ირჩევენ ჯგუფის ლიდერებს.თითოეულ ჯგუფს მიეცემა გარკვეული დავალება და მიეთითება ინსტრუქცია.პროექტის მსვლელობისას კეთდება პერიოდული შეხვედრები .მასწავლებელი თვალყურს ადევნებს და სწორ მიმართულებას აძლევს მოსწავლეთა მუშაობას.მოსწავლეები აანალიზებენ მოძიებულ მასალას და აკეთებენ პრეზენტაციას.პრეზენტაციაზე  ჯგუფები  წარმოადგენენ საკუთარ შესრულებულ დავალებას,პასუხობენ სხვა ჯგუფის წევრებისა და აუდიტორიის შეკითხვებს.პრეზენტაციის დასასრულს მასწავლებელი აკეთებს პროექტის განმავითარებელ შეფასებას.


8.      საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ბიოლოგია, სამედიცინო ბიოლოგია, ისტ.
9.      პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ფოტოაპარატი,  თაბახის ფურცლები,ფორმატები, ფერადი მარკერები.
10.  პროექტის ხელმძღვანელი: მაია ავსაჯანიშვილი

11.  ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა:maiko.avsajanishvili.ma@gmail.com